RSS

შეიძლება!

26 Mar

გვიანი შემოდგომა… ვარშავა…

კარები იკეტება, შემდეგი სადგური – მიცკევიჩის მოედანი – გაისმა მეტროს ვაგონში… მეტრო დასვრეტილი ჭურჭელივით დაიცალა ხალხისაგან და ვაგონში მხოლოდ ოთხი ადამიანი დარჩა; ქალი ქოლგით; ბიჭი ყურსასმენებით; მოხუცი კაცი ხელჯოხით და ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც განმარტოებით იდგა კართან, უხერხულად მიყრდნობილი წარწერაზე “ნუ მიეყრდნობით!”; პირველი სამი ბავშვური ინტერესით აკვირდებოდა მეოთხეს, ხოლო მეოთხე – 2017 წლის კალენდარს, ოღონდ უინტერესოდ; მეორე ხელში ეჭირა ყავის ჭიქა, ხოლო ფეხებთან ედო უნაგირი; ოდნავ გიჟია -ფიქრობდა ქალი, ნეტა რას კითხულობს?! – ფიქრობდა მოხუცი კაცი ხელჯოხით და ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც განმარტოებით იდგა კართან, უხერხულად მიყრდნობილი წარწერაზე “ნუ მიეყრდნობით!”; პირველი სამი ბავშვური ინტერესით აკვირდებოდა მეოთხეს, ხოლო მეოთხე – 2017 წლის კალენდარს, ოღონდ უინტერესოდ; მეორე ხელში ეჭირა ყავის ჭიქა, ხოლო ფეხებთან ედო უნაგირი; ოდნავ გიჯია – ფიქრობდა ქალი, ნეტა რას კითხულობს – ფიქრობდა მოხუცი კაცი, ხოლო ყურსასმენებიანი ბიჭი ამაოდ ცდილობდა ამოეცნო რა ედო ფეხებთან… არადა, ეცნობოდა… ოთხი ადამიანი?! არა, იქ კუთხეში ვიგაც ატუზულა და ცახცახებს, ის არავის შეუმჩნევია. რა თქმა უნდა, ის ხომ მათთვის საინტერესო არ არის, მათ ხომ წარმოდგენაც არა აქვთ რა მოხდება შემდეგ სადგურზე?!

სამი წლის უკან… ინსტიტუტში…

– გამარჯობათ, ბავშვებო!

– Buenos dias ბატონო ” J ”

– დღეს შემაჯამებელი გვაქვს

– ბატონო ” J ” , რატომ მაინც და მაინც დღეს? დღეს ხომ ინსტიტუტის ბოლო დღეა…

– სწორედაც, დღეს უნდა ვნახო რა გავაკეთეთ ოთხი წლის განმავლობაში!

– რას ვწერთ?

– თემას ან ესეს, როგორც გსურთ

– სათაური?

– რისი გაკეთების უფლება გაქვთ ან რისი არა (რა შეიძლება და რა არა) სტუდენტებმა მოიწონეს, რატომაც არაო. წერა დაიწყო. მასწავლებელმა ნაწერები სახლში წაიღო, ყველა გაასწორა, მაგრამ შვილებს მხოლოდ ერთი წაუკითხა: არ შეიძლება მასწავლებელს ჭიკარტები დაუდო სკამზე, არ შეიძლება ისე დათვრე, სახლში შესული მიხვდე, რომ ისევ იმ ადგილას მიხვედი საიდანაც 15 წუთის წინ წამოხვედი, არ შეიძლება ტყუილი, არ შეიძლება ზამთარში ხუთი ნაყინი შეჭამო და სახლში მისული დედას გაციებაზე ეწუწუნო, რომ სათანადო ფეხსაცმელი არ გიყიდა და გაცივდი, არ შეიძლება სკოლის, ინსტიტუტის, სამუშაოს გაცდენა, არ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძო, პარიზში წასვლა მოგინდეს და გაუფრთხილებლად წახვიდე, არ შეიძლება ჩაჯდე ავტობუსში და იცოდე, რომ ფული არ გაქვს და მძღოლს უთხრა ჩემს გადაიხდიან ან ჩემი გადახდილია, არ შეიძლება მოიტყუო, რომ დაბადების დღე გაქვს და გათავისუფლდე ერთი მოსაბეზრებელი გაკვეთილისგან, არ შეიძლება მეგობარი მოატყუო და ღამის ოთხ საათზე ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ჩაიყვანო, არ შეიძლება ტყვია რომელიც სხვას ეკუთვნის შენ მოგხვდეს მარტო იმიტომ რომ ეს შენ გადაწყვიტე, მაგრამ ცხოვრება ოდნავ უკეთესი ხდება როცა ამ ყველაფერს ვაკეთებთ. შეუძლებელია იყო ძალიან მოწესრიგებული და შეუცდომელი სულ, მაგრამ თუ რომელიმეს მაინც გავაკეთებთ ზომოთ ჩამოთვლილი სიიდან, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად არ შეიცვლება, უბრალოდ გახდება უპრო საინტერესო და გასაძლისი … ეს ყველაფერი სამი წლის წინ ამ ვაგონის კუთხეში ატუზულმა კაცმა დაწერა, დაწერა და დაიმარხა კიდევაც … რა მოხდა მას შემდეგ?!

ორი წლის წინ…ამავე ვაგონში, ამავე გაჩერებაზე…

– კარგი იყოჯოზეფთან!

– უკეთესი იქნებოდა თუ პლუტარქისეული სიტყვებით არ დალოცავდა ჯოზეფს ბილი.

– ჯოზეფს ალბათ თავი მაკედონელი ეგოონა, მთელი შუა აზია და ჩრდილოეთ აფრიკათითქოს მას ხელთ ეპყრო უკვე და ფეხთაქვეშ ინდურ ხალიჩასავით იყო გაფენილი მთელი სამყარო.

– ოოო, გეყოს!

– რა იყო ?

– მეც გადმომედო ?

– აშკარად !

ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ალმურწაკიდებული შონი ეკითხება ლეპოლდინიოს :

– სიცოცხლეს გაწირავდი უცნობისთვის ?

– ასე მაგრად დათვერი ?

– არა, მიპასუხე

– დათვერი !

– თქვი კი თუ არა ? ვაგონის კარები იღება და ვიღაც კაცი, რომელიც, შემდეგ გაირკვა, რომ ციხიდან გაქცეული მანიაკი ყოფილა, შონს უმიზნებს იარარს… ლეპოლდინიო პასუხს საქციელით ცემს და უსულოდ პირდაპირ გულში ტყვიანატყორცნი მუხლებში იკეცება და თითქოს კადრი შეანელესო ძირს ეცემა…

ერთი წლის წინ… ვარშავა… გარეუბანი…საგიჟე…

– შემდეგი !

– აი თქვენი წამალი ბატონო ვილსონ

ვილსონი იღებს წამალს და თავის ოთახში მიდის. ერთი გიჟი მეორეს :

– ის გიჟი არ არის

– ვინ ის ?

– აი ის ! ის აი !

– Stupida  !

– ააა… მივხვდი

– რას ?

– აი იმას

– რას იმას ?

– აი შენ რომ თქვი

– რა ვთქვი ? ააა ის ?!

– მაშინ აქ რა უნდა ?

– ახლად გაცნობილი ამხანაგი მოუკლეს თვალწინ

ჩაერთო საუბარში ექთანი და ამით შეწყვიტა მატი საუბარი.

გვიანი შემოდგომა… ვარშავა …

კარები იკეტება შემდეგი სადგური – ნიცკევიჩის მოედან – გაისმა მეტროს ვაგონში … მეტრო დასვრეტილი ჭურჭელივით დაიცალა ხალხისაგან და ვაგონსი მხოლოდ ოთხი ადამიანი და ერთი გიჟი დარჩა, ვაგონის კუთხეში ატუზული და მოცახცახე. ოთხი ერთმანეთს აკვირდება, ხოლო ის მეხუთე ცდილობს აღიდგინოს ის სურათი და დაშვებული შეცდომა გამოასწოროს… არა, არა, უბრალოდ აღმოაჩინოს… ის დგება, მიდის კარებისკენ, ახლა უკვე ყველა ამჩნევს… ფიქრები : ქოლგიანი ქალი – ოხ რა ხუნი აქვს ! ჩემი შანელის დუხის კი არ იგრძნობა ამასთან. ბიჭი ყურსასმენებით – ამის ასაკში ხომ ასეთი არ ვიქნები ?! ნეტავი ეს სწავლობდა თუ ჩემსავით უსაქმურობდა ? მოხუცი კაცი ხელჯოხით – ჩემი შვილი როგორაა ნეტა ?ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც განმარტოებით იდგა კართან – გავს, ოღონდ კარებთან არ მივიდეს, ოღონდ არ მივიდეს… კარები გაიღო… იარაღიანი ხელი ახალგაზრდა მამაკაცს უმიზნებდა… შონმა იპოვა შეცდომა და გამოსწორებაც შეძლო. ერთი წამიც, სურათი მეორდება : შონი ნელნელა მუხლებზე ეცემა და იღიმის, კარებთან მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი მივარდება მასთან და მხოლოდ ერთის გაგონებას შეძლებს : შეიძლება ! ახალგაზრდა მამაკაცი გაოგნებული რჩება…

2018 წელი… ვარშავა… წიგნების მაღაზია…

– ეს წიგნი რა ღირს ?

– რომელი ?

– “შეიძლება!”

– 50$

– ოხ, რა არის, წიგნია, ისედაც არავინ კითხულობს

– არა გაქვს წაკითხული?

– არა –

მე გიხდი ფულს, აუცილებლად წაიკითხე!

– გგონია ფული არ მაქვს?

დუმილი… –

რაზეა ?

– ვერ გეტყვით!

– ნურამც, რა წიგნების გამყიდველი ბრძანდებით თუ ადამიანი არ დააინტერესეთ?

– კარგით, მოკლედ გეტყვით: თუ როგორ უყვარს ადამიანს ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა უცხოა, ნაცნობია, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გახდები უკეთესი ვიდრე იყავი – თქვენ გეტყობათ, რომ წაკითხული გაქვთ

– შინაარსი მოგეწონათ ?

– არა, მაგას არ ვგულისხმობ, თქვენ ხომ ფულის დამატებაც კი შემომთავაზეთ.

 

იმავე წლის 19 სექტემბერი ( მთავარანგელოზ გაბრიელს ჯოჯოხეთიდან ამოყავს ერთი სული)

– აუუუ… ეს წიგნი რამდენი ხანია მინდა და ვერსად ვიყიდე

– ფული გაკლდებათ?

– დიახ!

– წამობრძანდით, ხომ არ დაგეხმაროთ?

– არა, ჩემით ყავარჯნებით გადაადგილდა ახალგაზრდა გოგონა

– აი ეს თქვენ!

– რატომ შეწუხდით, მე…მე ხომ არ მიცნობთ

– ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ ადამიანი ადამიანს არამც თუ ფულით უნდა ეხმარებოდეს, არამედ უცნობი ადამიანისსთვის სიცოცხლის გასაწირადაც მზად უნდა იყოს… ადამიანს ნებისმიერი ადამიანი უნდა უყვარდეს, მხოლოდ მაშინაა ის მეჩხერად ბოროტმოქმედი და ძირითადად პიროვნება, დიდებული სახელის მატარებელი – ა დ ა მ ი ა ნ ი .

 

5 responses to “შეიძლება!

  1. QIq`

    March 27, 2011 at 6:19 pm

    davrwmundi. Prozashi metad dzleri xar 🙂

     
  2. moyvaruli

    March 28, 2011 at 6:08 pm

    shen tu ambob amas, e.i. girda amis dawera :* gmadlobt!

     
  3. Marii..

    April 19, 2011 at 6:59 pm

    dzalian momewons : )) cota ar iyos chamafiqra : S

     
  4. moyvaruli

    April 20, 2011 at 5:45 am

    ე.ი. მიზანს მიაღწია = ))

     
  5. jimsheri

    November 6, 2011 at 4:55 pm

    კი ძირითდი სათქმელი მომეწონაю მაგრამ თუ ადამიანმა მხოლოდ იმის მოლოდინში გაატარა მთელი მისი ცხოვრება რომ ვინმეს უნდა შევეწირო და ამისათვის ბევრი სხვა დააკლო თვისი უქნარობით ისევ საზოგადოება სისულელეა ჩემი აზრით. თუმცა მზად უნდა იყოს ამისათვის ამას არ უარვყოფ.

     

Leave a reply to QIq` Cancel reply