RSS

უცნობი გოგონას დღიური

01 Mar

შევცდი…გოგონამ დაიწყო, ემოციების ფურცლებზე გადატანა… ჯერ უნდა ჰკითხო ადამიანს,შეიძლება მისი შეყვარება,კარზე უნდა დააკაკუნო, მიხვიდე გულის ნოტარიუსთან, სულის იურისტთან, გონების მოსამართლეს ბეჭედი უნდა დაარტყმევინო და მერე კი, შეიძლება ერტი პრესკონფერენცია გამართო, შეიძლება ეს საკმარისი იყოს, მაგრამ ვაი რომ არა… ერთი ორი ხაზი თითქოს გარითმა კიდეც :

გულში ცეცხლი მინთია,

შენთვის ეს კი მითია,

არაფერი აღმითქვია,

შენთვის არც მიკითხია…

მერე კი გაიფიქრა მიკითხია არა, მიკითხავს… ახლა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა?! უფ..ნეტა ერთი მე… მერე კი ისევ :

ბაგე ბაგეს ედება,

გული გულს ვერ ელევა,

თვალით თვალი გეხვევა…

ეს რაღა იყო?! “არის ამქვეყნად ცოდვა რომელსაც ვერ იმეტებენ სააღსარებოდ”… მომიარა…

-ბოდიალობ!

-ვიცი!-

მერე, შეწყვიტე!

-იოლი გგონია?

-კი

-რას წერ?

-არ ვიცი

-რა გინდა?

-სითბო?

-გაკლია?

-გამაცინე…

-იცინე მერე

-რატო წერ?

-იქნებ ასე გავერკვე… ვის ველაპარაკები? ან საერთოდ ამის წამკითხველი რას იფიქრებს?

-რაც უნდა ის იფიქროს, სჰენ ხომ არ გიცნობს… რომც უნდოდეს ვერ გაგიცნობს… შენ თვიტონ არ იცნობ საკუთარ თავს, – გაიფიქრა ფურცელმა… ჰე,დამკუჭე ახლა…

-მოიცა იქნებ კიდევ რაიმე…

-ვსო

-არა,მორჩა

-ნუ ხო,იყოს მორჩა

-ხო არა, დიახ

-თუნდაც,გამაფრინე ახლა

-დროა..

გოგონამ ფურცელს თვიმფრინავის ფორმა მისცა და ფურცელმაც კი მიატოვა… წავიდა… გაფრინდა…თავიდან კი პირდებოდა არ დავიკარგებიო, ჩემი მეგობარი ხარო..

როგორ შევირიგო? დამიბრუნდება კი? აზრი აქვს ამ ყველაფერს? ჩემი ბრალია? ნეტა ფურცელი დარჩენილიყო,კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი, საკითხავი…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: