RSS

Category Archives: სიბილა

ერიხ მარია რემარკი ” ტრიუმფალური თაღი” II ნაწილი

წამებას უძღვებოდა სისასტიკით განთქმული ფაშისტი ჰააკე, რომელზეც შურისძიებაც რავიკის ცხოვრების მიზნად იქცა. იმისათვის, რომ კაცისაგან საჭირო ცნობები მიეღო , ჰააკემ დაკითხვისას შემოიყვანა სიბილა – ახალგაზრდა ქალი, რომელთანაც რავიკი 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა . ფაშისტებმა “აუხსნეს” რავიკს, თუ რა მოელოდა მის სატრფოს საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნამდე და მის შემდგომ…მესამე დღეს რავიკმა შეიტყო,რომ სიბილას თავი ჩამოეხრჩო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა კაცმა გესტაპოელებისათვის სამაგიერო მიეზღო.

პარიზში უპასპორტოდ მყოფმა რავიკმა მუშაობა 2 კლინიკაში დაიწყო – ვებერთან და დიურანთან. კეთილშობილი ქირურგი ვებერი ძლიერ აფასებდა კოლეგას და, მიუხედავად იმისა ,რომ იგი არალეგალი იყო, ოპერაციაში აღებული ტანხის 25%-ს უხდიდა; ბებერი წურბელა დიურანი კი 10 000 ფრანკიანი ოპერაციიდან 200 ფრანკს თუ მიუგდებდა ხოლმე რანიკს, მიუხედავად იმისა, რომ მთელ ოპერაციას ეს უკანასკნელი მარტოდმარტო ატარებდა – დიურანს იგი უკვე დაძინებულ პაციენტთან შეყავდა და გამოღვიძებულსაც მხოლოდ თავად ხვდებოდა.ოპერაციებს შორის შუალედებში რავიკი პარიზის რესტორნებისა და ბისტროების სტუმარი იყო ან თავისი სასტუმროს ნომერში ეძინა. ასე ერთფეროვნად მიდიოდა მისი ცხოვრება ნოემბრის იმ საღამომდე, ვიდრე მდინარე სენის ნაპირას არ შეხვდა ქალს, რომელსაც აშკარად თვითმკვლელობა ჰქონდა გადაწყვეტილი.