RSS

* * *

27 Nov

ფრანსუა მორიაკი XX საუკუნის მწერალი ზუსტად აღწერს სიყვარულის სახეცვლილებას, შეუძლებელია არ დაეთანხმო ამ ადამიანს, როცა ხედავ ,, მრავალსაუკუნოვანი სისულელის ” კიდევ ერთ სურათს რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებში – ,, ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი” , როცა ამჩნევ სიყვარულის დაუფასებლობას ნიკო ლორთქიფანიძის ,, ქორწილში” , თუ როგორ უდიერად ეპყრობიან ამ სათუთ გრძნობას, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უმადლოდა დიდი და პატარა. ,, უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, მზე არ კრთება სასიხარულოდ” , მაგრამ არა იმ გაუფასურებული სიყვარულის გარეშეა შეუძლებელი სიცოცხლე მხოლოდ უმნიშვნელო სიტყვად (ბგერათა კრებულად) რომ არის ქცეული, არამედ იმ სიყვარულის გარეშეა ,, რომლით ნათლდება ყოველი გრძნობა, გული და სული ” .
რევაზ ინანიშვილის რამდენიმე გვრედიანი ნოველა იტევს მთელი ჩვენი ეპოქის ტკივილს. ეს დიდებული მწერალი ახერხებს ბუნების ქმნილებების საშუალებით გადმოგვცეს თავისი სათქმელი, შეფარვით გვანახებს ცალმხრივად შეყვარებულ ნეკერჩხლის წითელ ფოთოლს. იმდენად გაუფასურებულია სიყვარული, რომ არც წყალს, არც მაჩვს არ ესმით ვის ელოდება საბრალო. მედგრად გადააქვს ყველაფერი: წვიმა, ქარი, თოვლი და ეწირება კიდევაც ამ სიყვარულს, როგორც ქეთო, ლეპორელა, ფროილაინ ედითი…
ტროპებით მეტყველებს რევაზ ინანიშვილი, მთელი ტექსტი გაპიროვნების სტილში აქვს დაწერილი – ,, ტყე თითქოს წაეღო ფიქრიან ბურუსს” , ინანიშვილთან მიწა ჟანგისფერია, ნეკერჩხლის ფოთოლი – ,, სისხლისფერი, სიფრიფანა, ოდნავ მხრებში მოხრილი ” , აქ ჰაერი ლურჯია და საჭიროებისამებრ უძრავიც, აქ ხარირემის უდროო ხმა მუხის კვირტების უბეების წვეთებით გავსება გვაუწყებს გლოვას.
ალბათ, ჯერ კიდევ შემორჩა ჩვენ დროში ადამიანი რომელიც მუხასავით ერთი სურვილით არის შეპყრობილი, ხარირემივით ასწიოს თავი და დაიბღავლოს ისე რომ ტანი აჰბურძგლოს გაშტერებით მდგომ წიფლებს და რცხილებს, მაგრამ უმწეოდ დგას და დუმს. დუმს რადგან დღეს ფარდა აეხადა სიყვარულის ინტიმურობას, გრძნობა რომელსაც დიდი ხნის წინ სიყვარულს უწოდებდნენ, ახლა თანამედროვე ახალგაზრდების აზრით, უფრო შორს არის სინამდვილისგან, ვიდრე ვერსალის ბაღები ველური ბუნებისგან.

ყველა დროს ჰყავს ცუდი და კარგი მაგალითები, მაგრამ ჩვენში ცუდი იმდენად ჭარბობს, რომ თუ ვინმეს უყვარს ფაქიზი, ხელიდანხელში საგოგმანები სიყვარულით ის იკარგება, უკვალოდ ქრება და რჩება ,, ო , რა მაგარი ქალი ხარ” და შენზე მაგარი კაიფი , მე სულ ფეხებზე მკიდია” , როცა ამ აზრის გამოხატვა შეიძლება ლამაზად , მორიდებით ,, ჩემმა ლექსებმა როგორ მიგაგნეს, ყოველ სტრიქონში მიუგნებელო…” . რუსთაველთან თუ ,, შორით კვდომა, შორით დაგვა” იყო სიყვარული, ახლა – ,, მტლაშა-მტლუშია”.
გაუფასურდა სიყვარული, რადგან გავუფასურდით ჩვენ, დაკარგა სიყვარლმა ღირებულებები, რადგან დავკარგეთ ჩვენ, აღარა აქვს სიყვარულს ღირსებები, განა თქმა უნდა, რომ ღირსება ჩვენ დავკარგეთ ?!

 
2 Comments

Posted by on November 27, 2011 in Uncategorized

 

Tags: , , ,

2 responses to “* * *

  1. Tamta

    November 27, 2011 at 7:02 pm

    Zalian momwons

     
  2. tornike

    December 24, 2011 at 8:29 pm

    gana eg problema chvens saukunes ekutvnis? aseti problema sul arsebobda da iarsebebs da dzalianac kargi… (cudad ar gaigot)

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: