RSS

“იოტა რიდერ”- ქართული “ქინდლი”

15 Nov

სულ მა­ლე, ასე ერთ თვე­ში, ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას და­იწყებს ოლ­ნა­ინ­მა­ღა­ზია “ლიტ.ჯი”, სა­დაც, რო­გორც სა­ხე­ლიც მიგ­ვა­ნიშ­ნებს, პრო­დუქ­ტის სა­ხე­ო­ბა იქ­ნე­ბა წიგ­ნი, მაგ­რამ არა ქა­ღალ­დ­ზე ნა­ბეჭ­დი, არა­მედ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტის.

ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნის ფე­ნო­მე­ნი სულ უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა, სულ უფ­რო მეტ მომ­ხ­მა­რე­ბელს იძენს და სა­კითხა­ვი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც – ე.წ. ბუქ-რი­დე­რე­ბი სულ უფ­რო მე­ტად იხ­ვე­წე­ბა, რაც კომ­ფორ­ტულს ხდის მომ­ხ­მა­რებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას ციფ­რულ ფორ­მატ­ში ჩა­წე­რილ ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან.

წიგ­ნის ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზი­ის გა­კე­თე­ბის ერ­თ­გ­ვა­რი მცდე­ლო­ბა ქარ­თულ სივ­რ­ცე­ში აქამ­დეც იყო – ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის წიგ­ნის მა­ღა­ზია “ლი­გა­მუ­სის” სა­იტ­ზე შე­გიძ­ლი­ათ შე­უკ­ვე­თოთ რო­გორც ნა­ბეჭ­დი, ასე­ვე ე.წ ბუქ-რი­დერ­ში ჩას­მუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტის წიგ­ნე­ბიც.

“ლი­გა­მუ­სის” მა­ღა­ზი­ა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ იმ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტის წიგ­ნე­ბის ნახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ილი­ა­უ­ნის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­მოს­ცა. ახა­ლი ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია კი იმით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ მო­ი­ცავს მთლი­ან ქარ­თულ ბა­ზარს, სა­დაც წიგ­ნის გა­ყიდ­ვა შე­ეძ­ლე­ბათ რო­გორც ავ­ტო­რებს, ასე­ვე გა­მომ­ცემ­ლო­ბებს და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, პრო­დუქ­ტი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ე.წ. პი­რა­ტუ­ლი გავ­რ­ცე­ლე­ბის­გან.

ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია “ლიტ.ჯი” ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ი­ტის “ლი­ტე­რა­ტუ­რა.ჯის” და აიტი კომ­პა­ნია “იუ-ჯი-თის” ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია და რო­გორც “ლი­ტე­რა­ტუ­რა ჯის” ად­მი­ნის­ტ­რა­ტორ­მა ავ­თან­დილ სუ­ლა­ძემ გვითხ­რა, წიგ­ნე­ბის პი­რა­ტუ­ლი ჩა­მოტ­ვირ­თ­ვი­სა­გან და­სა­ცა­ვად ყო­ვე­ლი ფა­ი­ლი და­ი­შიფ­რე­ბა და ყო­ველ კონ­კ­რე­ტულ მყიდ­ველს გა­და­ე­ცე­მა კონ­კ­რე­ტუ­ლი ფა­ი­ლი, რო­მელ­საც გახ­ს­ნის მხო­ლოდ თა­ვის ელექ­ტ­რო­ნულ მოწყო­ბი­ლო­ბა­ში – პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი იქ­ნე­ბა ეს, “ქინ­დ­ლი” თუ სხვა ბუქ-რი­დე­რი.

ავ­თან­დილ სუ­ლა­ძე: “ჩვენ შე­მოგ­ვაქვს ახა­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წამ­კითხა­ვე­ბი, ვა­კე­თებთ ბრენ­დი­რე­ბას და წიგ­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა – შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ტექ­ს­ტის გა­და­წე­რა, კო­პი­რე­ბა, ამო­ბეჭ­დ­ვა, ხო­ლო მე­გობ­რის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნ­და ათხო­ვოთ მას მთლი­ა­ნად მოწყო­ბი­ლო­ბა, რო­გორც ეს ქა­ღალ­დის წიგ­ნის დროს ხდე­ბა ხოლ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა წიგ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბას, იგი 2-3ჯერ ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა ნა­ბეჭდ წიგ­ნ­თან შე­და­რე­ბით.”

ამა­ვე დროს, “ლიტ.ჯი” ქარ­თ­ველ მომ­ხ­მა­რე­ბელს ახა­ლი თა­ო­ბის ელექ­ტ­რო­წამ­კითხა­ვებს – e-ink-ებს სთა­ვა­ზობს, რომ­ლის ეკ­რა­ნი იძ­ლე­ვა ნა­ბეჭ­დი ქა­ღალ­დის ეფექტს, არ ირეკ­ლავს, თვალს არ აღი­ზი­ა­ნებს და, კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რა­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­კითხა­ვად ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია. ისე­ვე რო­გორც “კინ­დ­ლ­ში”, e-ink-შიც შე­გიძ­ლი­ათ ჩატ­ვირ­თოთ მთე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, ატა­როთ თან და იკითხოთ, სა­დაც გინ­დათ და რამ­დე­ნიც გინ­დათ. მი­სი შე­ძე­ნა შე­გეძ­ლე­ბათ ნე­ბის­მი­ერ წიგ­ნის თუ კომ­პი­უ­ტე­რულ მა­ღა­ზი­ა­ში, ინ­ტერ­ნეტ­სა­იტ­ზე და ა.შ.

ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია “ლიტ.ჯი” ქარ­თუ­ლე­ნო­ვან პრო­დუქ­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ნა­თარ­გ­მ­ნი იქ­ნე­ბა ეს თუ ორი­გი­ნა­ლურ ენა­ზე შექ­მ­ნი­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, უცხო­ურ ენა­ზე წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა უამ­რავ სა­იტ­ზე შეგ­ვიძ­ლია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მკითხ­ვე­ლამ­დე ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მი­ტა­ნაა სა­ჭი­რო. ავ­თან­დილ სუ­ლა­ძის თქმით, მათ­თან სა­თა­ნამ­შ­რომ­ლოდ ხა­ლი­სით მი­დი­ან ავ­ტო­რე­ბიც და გა­მომ­ცემ­ლე­ბიც, რად­გან ონ­ლა­ინ­გა­ყიდ­ვე­ბი წიგ­ნის გავ­რ­ცე­ლე­ბის კი­დევ ერ­თი ფორ­მაა და, სხვა­თა შო­რის, კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნიც. მსოფ­ლი­ო­ში ეს ბა­ზა­რი მუდ­მი­ვად იზ­რ­დე­ბა და მთელ რიგ ქვეყ­ნებ­ში ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნი უფ­რო მე­ტი იყი­დე­ბა, ვიდ­რე ქა­ღალ­დის. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბეჭ­დუ­რი წე­სით გა­მო­ცე­მულ წიგ­ნ­ზე ავ­ტო­რის მო­გე­ბა ნულ მთელს იშ­ვი­ა­თად სცდე­ბა, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი კი, რო­დე­საც წიგ­ნე­ბის მა­ღალ ფა­სებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, სა­გა­მომ­ცემ­ლო ხარ­ჯე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლი­სას კო­ლო­სა­ლურ თან­ხებს ასა­ხე­ლე­ბენ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ელექ­ტ­რო­ნულ წიგნს ხარ­ჯიც ნაკ­ლე­ბი ექ­ნე­ბა და ფა­სიც. წიგ­ნის ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში გა­მო­ცე­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ა­ი­ო­ლებს ავ­ტო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას გა­მომ­ცემ­ლო­ბას­თან, რად­გან მას სა­ავ­ტო­რო ტექ­ს­ტის გავ­რ­ცე­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა უჩ­ნ­დე­ბა. ავ­ტორს შე­ეძ­ლე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად წარ­მარ­თოს საქ­მე – აკონ­ტ­რო­ლოს გა­ყიდ­ვე­ბი და მის სურ­ვილს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ მკითხ­ველს მი­აწ­ვ­დი­ნოს ხმა, კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სიც და­ე­მა­ტე­ბა. შე­საძ­ლოა, ქარ­თ­ველ ავ­ტორს რე­ა­ლუ­რად მი­ე­ცეს შან­სი, სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღოს. მთა­ვა­რი ალ­ბათ ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზი­ის რე­ა­ლუ­რი და­ცუ­ლო­ბაა, რაც, ავ­თან­დილ სუ­ლა­ძის თქმით, ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით მოხ­დე­ბა, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში მა­ღა­ზია “ლიტ.ჯი” თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას და­კარ­გავს.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ელექ­ტ­რო­ნულ წიგნს უამ­რა­ვი შე­ხე­დავს სკეპ­ტი­კუ­რად და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნო­ვო­ფო­ბი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის კი­დევ ერ­თი სა­ბა­ბი ექ­ნე­ბა – ძი­რი­თა­დი მო­რა­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის დაც­ვა­ში მდგო­მა­რე­ობს, რო­მელ­თაც, მა­თი თქმით, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სულ უფ­რო უკარ­გა­ვენ წიგ­ნის კითხ­ვის სიყ­ვა­რულს. მაგ­რამ თუ­კი უცხო­ე­თის მა­გა­ლი­თებს მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის ბაზ­რის გაზ­რ­დამ არა­თუ შე­ამ­ცი­რა მკითხ­ვე­ლი, პი­რი­ქით, გა­ზარ­და ქა­ღალ­დის წიგ­ნის გავ­რ­ცე­ლე­ბაც, რად­გან მხატ­ვ­რუ­ლი სიტყ­ვა უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნის გუ­ლამ­დე მი­ვი­და.

რა თქმა უნ­და, არა­ვინ იცის, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, რა ფუნ­ქ­ცი­ით დარ­ჩე­ბა ნა­ბეჭ­დი წიგ­ნი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ამას ალ­ბათ, მკითხ­ველ­თა მოთხოვ­ნე­ბი თვი­თონ და­ა­რე­გუ­ლი­რებს. ჯერ­ჯე­რო­ბით, მა­სობ­რი­ვი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი მა­ინც ნა­ბეჭდ წიგნს ირ­ჩევს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ბუქ-რი­დე­რე­ბი ძვი­რია, კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე წიგ­ნის კითხ­ვა კი – დამ­ღ­ლე­ლი. გარ­და ამი­სა, უფ­რო­სი თა­ო­ბა ნა­ბეჭდ პრო­დუქ­ცი­ას სხვა მგრძნო­ბე­ლო­ბით ეპყ­რო­ბა, ხო­ლო ხელ­მოკ­ლე ახალ­გაზ­რ­დებ­ში წიგ­ნის ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის თხო­ვე­ბა ყვე­ლა­ზე იოლი გა­მო­სა­ვა­ლია. ეს ამოვიკითხე ინტერნეტ-გაზეთში.

 
1 Comment

Posted by on November 15, 2011 in Uncategorized

 

Tags: , ,

One response to ““იოტა რიდერ”- ქართული “ქინდლი”

  1. ნაცი

    January 5, 2012 at 9:33 am

    kargiaaa❤

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: