RSS

იუსტაინ გორდერ – “ფორთოხლის გოგონა”

24 Apr

  იუსტაინ გორდერს მეგობრის საშუალებით გავეცანი,დიდი  მადლობა ” მეგობარო”,რომ ასეთ სიამოვნებას მაზიარე. ძალიან  მომეწონა,იმდენად ახლო აღმოჩნდა ჩემთან,რომ აღფრთოვანებას  არ დავმალავ, ბევრი შეიძლება შემედავოს შენთან ყველა  “ახლოსაა” მასეო ან დიდი არაფერი ნაწარმოებია,მე მათ მინდა  ვუთხრა,რომ ისინი ცდებიან, ბაშვი სიარულს ერთბაშად არ  იწყებს,ის ჯერ უნდა დაეცეს,რომ ადგომა ისწავლოს, ამიტომ  როგორც დაცემა ასევე აუცილებელია ასეთი წიგნების წაკითხვა.  თერთმეტი წლის წინ გარდაეცვალა მამა გეორგს, მაგრამ  თერთმეტი წლის შემდეგ ის მას დაელაპარაკება,ისე როგორც მისი  ასაკის(თხუთმეტი წლისა და სამი კვირის) ბავშვს შეჰფერის…  სამწლინახევრის იყო გეორგი,როცა მამამ ეს წერილი მისწერა,უფრო  სწორად მომავალს მისწერა. მამა შიშობს, რომ გეორგს შეიძლება  ნახევარიც კი არ ახსოვდეს იმ დროისა,როცა გეორგის დრო მისი  დროც იყო. ჰაბლის ტელესკოპზე მე არაფერს გეტყვით ამ წიგნს თუ  წაიკითხავთ, ძალიან ბევრ რამეს შეიტყობთ “სამყაროს თვალის” შესახებ.ახლა ისიც კი გამახსენდა, სადარბაზოში როგორ ავდიოდი,სინათლეში მივზოზინებდი და ჩრდილში მივქროდი წინადადება არ გამიწყდეს-მეთქი. “ფორთოხლის გოგონას” კითხვის დროს ქარჩხაძის მდგმური გამახსენდა, მდგმურს მაკა თუ ეგვიპტიდან ეგონა, აქ იანს ვერონიკა ზღაპრიდან ჰგონია, იქ მდგმურს თუ მხრებზე ჰქონდა გართულება, აქ იანს “მზიური ღიმილი” ხიბლავს და ათქმევინებს: ” მთელ ქვეყანას გაალღობდა…ქვეყნიერებას ეს ღიმილი,რომ ენახა, იმის ძალასაც იპოვიდა, რომ შეეწყვიტა ყოველგვარი ომი და სიძულვილი ამ პლანეტაზე, ან, სულ ცოტა, მსგავსი რამ უიშვიათესად მოემოქმედებინა.” თქვენ იცით “ჩვენ” სიტყვის განმარტება?! წაიკითხეთ და გაიგებთ,რომ ეს ერთი სიტყვა მოვლენათა “დაფეხმძიმებულ” მწკრივს წარმოადგენს. სამყარო კი მოციმციმე ზღაპარია…

“ცხოვრება ხანმოკლეა იმათთვის,ვისაც ჭეშმარიტად ძალუძს გაიგოს,რომ ერთ დღესაც სამყარო მთლიანად დასრულდება.”

“წარმოიდგინე,რომ სიცოცხლის ზღაპრის კიდეზე დგახარ მილიარდობით წლის წინ, როცა ყოველივე შეიქმნა, და შეგიძლია ამოირჩიო – დაიბადო თუ არა ამ პლანეტაზე ერთ რომელიღაც მომენტში. არ იცი, როდის გაჩნდები, რამდენხანს იცოცხლებ,მაგრამ,ნებისმიერ შემთხვევაში, სიცოცხლე დიდხანს არ გასტანს, მხოლოდ ის იცი, რომ თუკი გადაწყვეტ ამქვეყნად მოსვლას რომელიღაც წამს, მაშინ მეორე წამს ყველაფერთან დამშვიდობება და აქედან წასვლაც მოგიწევს…”

ჰოდა , რას აირჩევდი, რაღაც აღმატებული ძალით მონიჭებული არჩევანის უფლება რომ გქონოდა: საერთოდ არმოსვლას თუ მაინც მოსვლას და გარკვეული ხანგრძლივობის სიცოცხლეს?

აი, ამ კითხვისთვის დაიწერა ეს ნაწარმოები და სწორედ ეს მაინტერესებს მეც!

 

Tags:

18 responses to “იუსტაინ გორდერ – “ფორთოხლის გოგონა”

  1. ♥ Summer ♥

    April 27, 2011 at 3:04 pm

    ძალიან მინდა წაკითხვა🙂 დამაინტერესა.

     
    • vende

      August 29, 2014 at 4:56 pm

      ცალკე მხოლოდ ეს წიგნი სად ვიშოვო?

       
  2. moyvaruli

    April 27, 2011 at 5:36 pm

    რომ წაიკითხავ,აუცილებლად გავარჩიოთ =))

     
  3. qiq )

    May 12, 2011 at 8:00 am

    arafris “megobaro”🙂

     
  4. moyvaruli

    May 13, 2011 at 5:18 pm

    ❤ :*

     
  5. nini

    June 1, 2011 at 8:51 pm

    ramodenime kviris win wavikitxe da mec dzalian momewona🙂

     
  6. ნინო :))

    June 24, 2011 at 9:38 am

    სად შეიძლება ამ წიგნის წაკითხვა?? ინტერნეტში არის? ა

     
  7. moyvaruli

    June 25, 2011 at 1:33 pm

    ინტერნეტში არ არის,მაგრამ თავისუფლად შეგიძლია წიგნების მაღაზიაში შეიძინო (ჩემ გარეშეც იცი ეს) =))

     
  8. Lika Jijavadze

    July 5, 2011 at 3:47 pm

    მეც მინდააააააააააააა…დამაინტერესა🙂

     
  9. salome

    October 20, 2011 at 3:15 pm

    dzalian momewonaa!!ai,martla dzalian..bevri vifiqre!!chemtvis ormagad emociurad wasakitxi iyo,mama agarc chemtan ariss…magram iq ase weria ,roca mama eubneba shvils,rom ar vici shentan viqnebi tu ara,rodesac movkvdebio da dasdzens “ocnebas yvelaze naklebad shesadzlebelze sagangebo saxeli aqvs,mas imedi hqviaoo”..albat imedovnebda,rom mas shemdeg rac agar iqneboda “am qveynad”mainc shedzlebda shviltan ertad yofnas…waikitxet,waikitxeti,mwaikitxeet :))) :))))

     
  10. moyvaruli

    November 6, 2011 at 4:05 pm

    Chemze metad agfrtovanebuli Chans vigac😀 :*

     
  11. Mamuka Cuxishvili

    April 23, 2013 at 10:55 am

    კარგი წიგნია მაქვს წაკითხული🙂

     
  12. lika robakidze

    January 19, 2014 at 6:07 pm

    zustad akhla vkitkhulob ^_^

     
  13. izabel

    March 1, 2014 at 7:32 pm

    namdvilad udzlieresi wignia. 6 jer wavikitxe imdenad agmashfota. ert gameshi wavikitxe eqvsjer magram gonebashi ki ufro metjer chajda. ar vici ra vtqva me dgesac gaocebuli var imit, tu rogor ufro metad shemayvar am wignma mama, msoflio da cxovreba. me am wignma. , mweralma momca imedi cxovrebis, misit sargeblobis da gaxarebis. xelaxla davibade da shemiyvarda cxovreba am sastik samyaroshi romelc axla zgaparivit mexateba

     
  14. გვანცა

    March 8, 2014 at 10:41 am

    dzalian kargi nawarmoebia❤

     
  15. Tako

    March 14, 2014 at 12:23 pm

    კარგი წიგნია ძალიან და შენ რას უპასუხებდი? =)))

     
  16. giogiobliadze

    July 6, 2014 at 12:38 pm

    (Y)

     
  17. meryem

    August 6, 2014 at 7:52 pm

    აი, იმდენად იმოქმედა, რომ მოვკვდი ტირილით, მთელი ორი დღე ვერ დავაღწიე თავის თკივილს თავი. სასწაულია. ეს წიგნი დროის და საყვარელი ადამიანების ფასს გასწავლით.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: