უკვე მერამდენენდ მაოცებს ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება, ახლახან დავამტავრე მისი ერთი-ერთი უდზვირფასესი ნაშრომი “მდგმური”, გაგაოცებთ მისი სიახლოვე ჩვენთან,დიდი ფიქრის შემდეგ ,”რაკი არხი იპოვეს, ფიქრები უფრო ლაღად წამოვიდნენ და უფრო დალაგებულად გამწკრივდნენ ჩემს წინ.” და დავიწყე წერა… ეს პატარა კაცუნა “მდგმურია”, ის მოძრაობს დედამიწაზე, ხან დედამიწის პარალელურ სამყარაოში ,სადაც ნილოსი წევს როგორც ვეებერთელა ნიანგი, და ზანტად სუნთქავს. ხოლო ქვეყანა ჩვილ ყრმასავით მისწოლია გვერდით და კრუტუნით წოვს ძუძუს…სადაც ცასა და ნილოს ერთნაირი ფერები აქვთ… ის უბრალო მდგმურია, ინჯინერი რომელსაც სიგიჯემდე უყვარს ეგვიპტე და ყველაფერი რაც მას უკავშირდება, ჯერ კიდევ ბავშვი იყო როცა ძველ ეგვიპტეს გადაეყარა, მაშინ არც ხაზის მოქნილობა ესმოდა, არც კონტრასტის ეფექტურობა, არც ფერთა უჩვეულო ძალა. ეგვიპტის პატარა ნატეხი პირდაპირ სულში შეუვიდა, უმოკლესი გზით, გონებისმიერი განსჯისა და ტვინისმიერი ლაბირინთების გაუვლელად. ყველაზე მეტად მხრებმა გააოცა და სწორედ ეს იყო “ძებნის” დასაწყისი, დასაბამი, საფუძველი, სწორედ მხრები, საოცრად სწორი და თხელი, ოთხკუთხა მხრები, ეგვიპტურ ფრესკებზე რომ უნახავს და ვიგაცას აგონებდა… დედოფალ ნეფერტიტს… ჩემი სიტყვები ფაერის ტალღებს გაჰყვება, მთელ სამყაროში გაიშლება, და ვიმედოვნებ თქვენ ფიქრებს გააღიზიანებს, რათა ეს ნაწარმოები წაკითხოთ…
ჯემალ ქარჩხაძე “მდგმური”
07
Apr
Advertisements
moseshvili m.
February 16, 2012 at 9:42 pm
ძალიან თბილი და გემრიელი ნაწარმოებია, მეგობრის რჩევით წავიკითხე და ახლა უკვე ქარჩაძის სხვა ნაწარმოებების ძებნას შევუდექი :))
moyvaruli
March 9, 2012 at 6:17 pm
შეუძლებელია წაიკითხო ქარჩხაძი,რომელიმე ნაწარმოები და არ მოგინდეს სხვა დანარჩენების გაცნობაც :))