RSS

უცნობი გოგონას დღიური

22 Jan

დღეს, ავტობუსში, პირჯვარი გადავიწერე ეკლესიის დანახვაზე და ვიგრძენი, რომ გვერდით პატარას ხელი ექანებოდა, ის ცდილობდა იგივე გაემეორებინა, საოცარი დაჟინებით, მის მოძრაობაში ისეთი გულწრფელობა, ისეთი მონდომება იმჩნეოდა რომელსაც როდი ნახავ სხვების მოწიწებით პირვჯვრის გადაწერაში… თითქმის შეუმჩნეველი უმაღლესი მწვერვალის დაპყრობის, სიხარულის ალმური ეკიდა მის ძუძუნაწოვ პირისახეს. ვინ თქვა, რომ პატარები ვერაფერს ხვდებიან?! სრული აფსურდია, პირიქით პატარა უკეთ ხვდება როცა აფუჭებს რაგაცას ე.ი. აშავებს, იცის რომ ვერ გალახავენ, ვერ უყვირებენ და ამით სარგებლობს, პატარა ხვდება და განიცდის როცა თვალთახედვას მამა ან დედა დააკლდება ან საყვარელი სათამაშო, მისთვის მისაბაძია ყველა და ყველაფერი, ის სუფთა ფურცელია… ჩემი ფიქრები ემსგავსება პეპლების გამოფენას მუზეუმში და ვხვდები, რომ რომელიღაცა უნდა ავირჩიო, პეპელა თითქოს გაცოცხლდა და თვითონ ამირჩია, დიახ, დიახ, ეს აზრი თავისით მოვიდა… სუფთა ფურცელი… ჩვენ ამაოდ ვეუბნებით საკუთარ თავს: ხვალე სუფთა ფურცლიდან დავიწყებ ცხოვრებას! სუფთა ფურცელი მხოლოდ ახალშობილებს აქვთ… ჩვენ? ჩვენ ვინ მოგვცემს სუფთა ფურცელს? იმას არ ვიტყვი, რომ ისე უნდა იცოცხლო, რომ სუფთა ფურცლიდან დაწყება არ მოგიწიოს,   რადგან შესაძლებელია ასე ცხოვრება?! ეს კითხვა რიტორიკულია, პასუხი აშკარაა… მთავარი ის კი არაა, რომ შეცდომები არ დაუშვა, პირიქით ვალდებულიც კი ხარ, რომ დაუშვა, მაგრამ ამ შეცდომებზე სწავლაც უნდა შეძლო…

 

One response to “უცნობი გოგონას დღიური

  1. tornike

    December 24, 2011 at 8:52 pm

    shemtxvevit speqtakli ”gmerto dagviparet chven da adamianebi” xom ar ginaxavs?

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: