RSS

კაუჩუკის ხე

22 Jan

კაუჩუკი, რომელიც რამოდენიმე ტროპიკული ხის წვენიდან მიიღება – ამაზონის ტყეში მოპოვებადი ძვირფასი პროდუქტია. კაუჩუკოვანი ხის მრავალი სახეობა არსებობს. ამაზონის ტყეებში ყველაზე გავრცელებული და ძვირფასია ბრაზილიური გევეა, რომელიც იზრდება მხოლოდ მდინარის მარჯვენა სანაპიროზე. ამაზონის ტყის ჩრდილო ნაწილში კიდევ ოცი სხვა სახეობაა. ამ ხეების სიმაღლე დაახლოებით 30 მ-ია, მათი ღია მწვანე ფერის ფოთლები დასერილია, ნაყოფი კი ქმნის სათესლე პარკებს. 15-18 სმ მანძილზე კაუჩუკოვანი ხის ქერქს ჭრიან და წვენს, ე.წ. ლატექსს, ჭურჭელში აგროვებენ.

XIX ს-ში კაუჩუკი ნაკლებად გამოიყენებოდა, ლატექსის ექსპორტი გართულებული იყო. შემდგომში ამერიკელმა გამომგონებელმა ჩარლზ გუდიარმა აღმოაჩინა კაუჩუკის მუდმივი გამოყენების შესაძლებლობა. კაუჩუკის მოთხოვნა ძალზე გაიზარდა და ამაზონის ხეობას მიაწყდა გამდიდრების მსურველთა ნაკადი.

1873 წელს ბრაზილია კაუჩუკის მოპოვების მონოპოლისტი იყო, მაგრამ ინგლისელმა ჰენრი უიკემმა შესძლო ფარულად გამოეტანა გევეის თესლი კიუს ცნობილ ბაღში (ლონდონის მახლობლად). მრავალი ცდის შემდეგ თესლი გაღვივდა. ახალგაზრდა მცენარეები გადაიტანეს კუნძულ შრი-ლანკაზე და მალაკუს ნახევარკუნძულზე, სადაც მათი პლანტაციები გაშენდა. მალე ბრაზილიამ დაკარგა თავისი მონოპოლისტური უფლება, რადგან პლანტაციებიდან მიღებულმა კაუჩუკმა თითქმის მთლიანად განდევნა ბუნებრივ პირობებში მოპოვებული კაუჩუკი.

 
Leave a comment

Posted by on January 22, 2011 in საინტერესო

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: