RSS

ხელოვანები ხუმრობენ

23 Dec

სოფოკლემ თქვა, რომ მის მიერ დაწერილი სამი ლექსი, სამი დღის შრომის შედეგი იყო.
— სამი დღისა?! – შეჰყვირა საშუალო ნიჭის პოეტმა, – მე ხომ ამ ხნის განმავლობაში დავწერდი ასს!
— დიახ, – უპასუხა სოფოკლემ, – მაგრამ ისინი იარსებებდნენ მხოლოდ სამ დღეს.

გამოჩენილი ნორვეგიელი დრამატურგი იბსენი სიტყვაძუნწი იყო. ერთხელ მისმა წიგნების გამომცემელმა მიიწვია იგი თავისთან ნადიმზე. იბსენმა უარი უთხრა:
— რომ მოვიდე ხმას არ ამოვიღებ, სტუმრებიც ჩემს პატივსაცემად მთელი ღამე გაჩუმებული იქნებიან. მე არ მოვალ და გაჯავრებულ სტუმრებს მიეცემათ თემა სასიამოვნო საუბრისთვის.

ჟურნალისტმა ჰკითხა მარკ ტვენს. მართლა მუშაობს თუ არა იგი დიდ პიესაზე.
მარკ ტვენმა უპასუხა:
— შეგიძლიათ აცნობოთ თქვენს გაზეთს, რომ ვწერ დრამას, რომელიც ოთხი მოქმედებისა და სამი ანტრაქტისაგან შედგება და სამი ანტრაქტი უკვე დავამთავრე.

მარკ ტვენმა უთხრა ერთ მანდილოსანს:
— თქვენ მომხიბლავი ბრძანდებით!
— სამწუხაროდ, არ შემიძლია მსგავსი ქათინაურით სამაგიერო გადაგიხადოთ, – უპასუხა მან.
მწერალს გაეღიმა და უთხრა:
— თქვენც ისევე მოიქეცით, როგორც მე – იცრუეთ !

 
Leave a comment

Posted by on December 23, 2010 in საინტერესო

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: