RSS

ფიფქები და სეტყვა

23 Dec

ოკეანეების, ზღვების და მდინარეების აორთქლების შედეგად წარმოქმნილი წყლის ორთქლი ატმოსფეროში გადადის. თოვლი და ყინული ასევე გადნობის გარეშეც განიცდის აორთქლებას.

დაბალ ტემპერატურაზე წყლის ორთქლი უფრო ადვილად იძლევა უშუალოდ ყინულის პატარა კრისტალებს, ვიდრე მისი კონდენსაცია წყლის პატარა წვეთებს.

ასეთი პირობები წარმოიქმნება ატმოსფეროს მაღალ, ცივ შრეებში. წყლის ორთქლი დედამიწის ზედაპირიდან ზევით ადის, ცივდება, აღწევს გაჯერების გარკვეულ მომენტს და ერთბაშად ყინულად გადაიქცევა. ყინულის პირველ კრისტალებს არატოლგვერდებიანი წაგრძელებული პრიზმების ან სწორი, ბრტყელი ექვსკუთხედების ფორმა აქვს. ამ თავდაპირველ პატარა კრისტალებზე ხდება წყლის ორთქლის შემდგომი დალექვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება უფრო რთული კრისტალები.

წყლის ორთქლით ძლიერად გაჯერებულ შრეებში ყინულის თავდაპირველი პატარა კრისტალები სწრაფად იზრდებიან, რის შედეგადაც ისინი ყინულის გამჭვირვალე მარცვლებს წარმოქმნიან. ძირს ცვენის დროს ეს მარცვლები გაივლის გაცივებულ წყლის წვეთებსი, რომლებიც წყლით ფარავს მათ და ზედ ეყინება. ამ გზით წარმოქმნილი მარცვლები უკვე აღარაა გამჭვირვალე.

სხვა ბედი აქვს ყინულის მარცვლებს, რომლებიც შორს მიაქვს საჰაერო დინებებს და დიდი ხანი იმყოფება ღრუბლებში, ამ შემთხვევაში მარცვლებზე ილექება ღრუბლის ქვედა შრეებში არსებული გაცივებული წყალი (რომელიც გამჭვირვალე ყინულს წარმოქმნის). მარცვლებზე ხდება თეთრი გაუმჭვირვალე შრეების წარმოქმნა. ეს სეტყვის მარცვლებია, რომლებიც ხან ყინულის და ხან თოვლის დამახასიათებელი შრეებისაგან შედგებიან. ყველაზე დიდი მარცვლის წონა 1 კგ.-ს აღწევდა და ჰქონდა 10 სმ.-ის დიამეტრი. ზოგჯერ მოდის ხოლმე ეგრეთ წოდებული ყინულის წვიმა. იგი გარედან გაყინული წვიმის წვეთებია, რომლის შიგნით წყალია მოთავსებული.

 
Leave a comment

Posted by on December 23, 2010 in საინტერესო

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: