RSS

O.K.–ს წარმოშობის ისტორია

03 Dec

O.K. აღიქმება, როგორც სიმბოლო, რომელიც ნიშნავს, „ყველაფერი წესრიგშია“.

O.K.–ს წარმოშობის ბევრი ვერსია არსებობს. ყველაზე გავრცელებულია მოსაზრება, რომ O.K. წარმოიშვა ამერიკის პრეზიდენტის მარტინ ვან ბურენის დაბადების ადგილის Old Kinderhook (ნიუ–ორკის შტატი) შემოკლებით. ვან ბურენმა აირჩია ფსევდონიმი, რომელიც მის დაბადების ადგილს უკავშირდება. შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეიქმნა მისი სარეკლამო სლოგანი “Old Kinderhook is O.K.“.

მეორე ვერსიით, O.K. გაჩნდა ბოსტონის გაზეთში 1839 წელს აბრევიატურა “oll korrect” აღსანიშნავად (არასწორად დაწერილი ინგლისური all correct – ყველაფერი სწორია). მსგავსი ჰიპოთეზა უკავშირდება პრეზიდენტ ჯექსონს, რომელიც “all correct” წერდა გერმანულ სტილზე “oll korrect” ანუ O.K.

არსებობს არანაკლებ გავრცელებული ე.წ. „ფოლკლორული“ ვერსიები. ფრანგების აზრით, ეს გამოთქმა გაჩნდა ომის დროს, როცა აკეთებდნენ ყოველდღიურ მოხსენებას მოკლულ ჯარისკაცებზე. წერდნენ, “0 killed” ანუ მოკლედ O.K.

მოგვიანებით O.K. გამოიყენეს ინგლისელმა მფრინავებმა, როცა ბაზას ატყობინებდნენ, რომ არ ჰქონდათ დანაკარგები და პრობლემები. კიდევ ერთი ვერსიით O.K. წარმოიშვა თანამედროვე ბერძნული “OLA KALA”. მას იყენებენ ბერძენი მეზღვაურები. ამერიკელი რელსების დამწყობები რელსებზე აღნიშნავდნენ ამ ორ ასოს, როცა ყველაფერი წესრიგში იყო.

ოკლაჰომას მაცხოვრებლები კი ამტკიცებენ, რომ O.K. მათი შტატის შემოკლებული სახელწოდებაა.

 
Leave a comment

Posted by on December 3, 2010 in საინტერესო

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: