RSS

2 მილიონი „უცოდველი“ კოცნისთვის

03 Dec

რამდენიმე წლის წინ საფრანგეთის ქალაქ ავინიონში მეტად უცნაური სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს წინაშე წარდგა კამბოჯური წარმოშობის ელ რინდი, რომელსაც ბრალი ედებოდა ცნობილი ამერიკელი მხატვრის სუ ტუამბლის ნახატების მიმართ გამოვლენილ „სისასტიკეში“.

საქმე ისაა, რომ მხატვრის ოსტატობით აღფრთოვანებულმა თავადაც ხელოვანმა ელმა, თავი ვერ შეიკავა და ნახატს წითელი პომადაწასმული ტუჩებით აკოცა. ერთი შეხედვით, „უცოდველი“ ამბორისთვის ნახატის მფლობელი ივონ ლემბერტი რინდისგან 2 მილიონ დოლარსა და რესტავრაციისთვის საჭირო 33 400 ევროს ითხოვს.

განსასჯელის განცხადებით, გალერეაში დაცული ნახატის დანახვისთანავე იგი „ვნებამ მოიცვა“ და თავი ვეღარ შეიკავა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს ნანობს. იგი იმდენად იყო ემოციებით სავსე, რომ თავის შეკავება ვეღარ შეძლო“, – განაცხადა განსასჯელის სკამზე მჯდომი ქალბატონის ადვოკატმა, რომელმაც ამბორი სიყვარულის გამომჟღავნებად ჩათვალა. ამის მიუხედავად, ლამბერტის ადვოკატმა გონებამახვილურად შენიშნა, რომ სიყვარულში ორი ადამიანის თანხმობაა საჭირო. სასამართლოს დღემდე არ გამოუტანია საბოლოო განაჩენი.

 
Leave a comment

Posted by on December 3, 2010 in საინტერესო

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: