RSS

ტკბილეული მარგებელია

03 Dec

შოკოლადი – იგი საუკეთესო ანტიოქსიდანტია. არასდროს დაკვირვებიხართ? შოკოლადი განსაკუთრებით დეპრესიის, ცუდ გუნებაზე ყოფნის დროს გინდებათ. ამ ფაქტს მეცნიერებმაც მიაქციეს ყურადღება და დაამტკიცეს, რომ შოკოლადი აუმჯობესებს გონების მუშაობას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს და რაც მთავარია, კარიესის წარმოქმნას უშლის ხელს. ის მოსაზრება, თითქოს შოკოლადი კანზე გამონაყარს აჩენს, მცდარია.

ნაყინი – მას მაღალკალორიულ პროდუქტად მიიჩნევენ, მაგრამ იმას როდი აღნიშნავენ, რომ ნაყინი 30 მინერალურ მარილს, 20 სახეობის ვიტამინსა და ცილის 20 ამინომჟავს შეიცავს. გარდა ამისა, ნაყინს შეუძლია განწყობა აგვიმაღლოს და გაგვახალისოს. სხვათა შორის, ეს მეცნიერულადაა დამტკიცებული.

თაფლი – კალორიულობით შაქარს უტოლდება, მაგრამ კონკურენტისგან განსხვავებით, ადამიანისთვის აუცილებელ უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ამავდროულად, ორგანიზმს გაციების დაძლევაშიც ეხმარება.

მურაბა – შაქარში მოხარშული ხილი ბევრისთვის საყვარელი დესერტია. მათ, ვინც მურაბას სკეპტიკურად უყურებს, შევახსენებთ, რომ ჟოლოს (იგი დიდი რაოდენობით შეიცავსვიტამინს) მურაბა გაციებას, ხოლო კომშის ყელის ტკივილს შველის.

ჰალვა – არაბულად ეს სიტყვა ტკბილეულს ნიშნავს. ყველა იმ დადებით კომპონენტთან ერთად, რასაც ჰალვა – შეიცავს, იგი ძალიან კალორიული პროდუქტიცაა. ეს ტკბილეული განსაკუთრებით უყვართ ქალებს, რადგან იგი მათ გაახალგაზრდავებაში ეხმარება. აგრეთვე სასარგებლოა კუჭის მოქმედებისა და ნერვული სისტემისათვის. ჰალვა მდიდარია პროტეინით, ნატრიუმით, რკინითა და მაგნიუმით.

 
3 Comments

Posted by on December 3, 2010 in საინტერესო

 

3 responses to “ტკბილეული მარგებელია

  1. თამარა

    December 20, 2010 at 2:13 pm

    ძალიან კარგი ბლოგია!🙂 მშვენიერი ფილოლოგიური სამუშაო ჩაგიტარებია🙂
    ამ პროფესიის არჩევას ხომ არ აპირებ მომავალში?

     
  2. ლანა

    December 22, 2010 at 2:31 pm

    დახვეწილი სტილია,გემოვნებით გაქვს შერჩეული თემები. ერთი სიტყვით კარგი ნამუშევარია.

     
  3. moyvaruli

    January 21, 2011 at 7:46 pm

    თქვენ არ შემცდარხართ,მართლაც ფიფილოლოგიური განხრა მომწონს. მადლობთ!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: