RSS

სისხლის ჯგუფი და ხასიათი

03 Dec

სისხლის ჯგუფების გამოკვლევასა და ადამიანებზე დაკვირვებას იაპონელმა ექიმმა ტოშიტაკა ნომიმ 25 წელი მოანდომა. მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ, ნომიმ წიგნიც კი გამოსცა, რომლის მრავალჯერადმა გამოცემამ მილიონნახევრიან ტირაჟს გადააჭარბა. მისი გამოკვლევების თანახმად, სისხლის ჯგუფზე დამოკიდებულია არა მარტო ადამიანის ქცევა, არამედ ხასიათი, მანერები და გრძნობებიც კი…

პირველი ჯგუფი (0) – მონადირე:
ამ ჯგუფის სისხლი ადამიანს მიზანსწრაფულს, დამოუკიდებელს და საკუთარ თავში დარწმუნებულს ხდის. ისინი ბავშვობიდან ლიდერის თვისებებს ამჟღავნებენ. ოპტიმისტები არიან და დადებით ემოციებს აფრქვევენ. მდგრადი ხასიათის გამო, ნევროზი თითქმის არ ემართებათ. შეიძლება ცოტა ხნით აპათიამ შეიპყროთ, მაგრამ მხოლოდ დროებით… ეჭვიანებსა და ამბიციურებს საკუთარ თავზე მუდამ დიდი წარმოდგენა აქვთ, ამიტომ კრიტიკასა და შენიშვნას არავისგან იღებენ. უყვართ, როცა აქებენ. ასეთი სისხლის მატარებელი ადამიანი, როგორც წესი, ცხოვრებაში წარმატებებს აღწევენ.

მეორე ჯგუფი (ა) – მიწათმოქმედი
ამ ჯგუფის  სისხლის მქონე ადამიანი გონიერი, გამჭრიახი, ერთგული მეგობარი, ბეჯითი და შრომისმოყვარეა. დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს. სხვათა შორის, იგი ხშირადაა გულჩათხრობილი და თავის გულის ნადებს იშვიათად ამხელს. მათი დადებითი თვისებებისგან აღსანიშნავია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, წინდახედულობა, პასუხისმგებლობის აღება და სხვისი აზრის გათვალისწინება.

მესამე ჯგუფი (ბ) – მომთაბარე
წინა ორისგან განსხვავებით, ამ ჯგუფი ადამიანი ადვილად პოულობს სერთო ენას სხვებთან. გაწონასწორებული და ტაქტიანია. არ უყვარს კონფლიქტი და ხშირად გამოდის შემრიგებლის როლში. შეუძლია გაჭირვებაში ჩავარდნილი ახლობლის დახმარება. მიიჩნევა, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმს ყველაზე მეტად მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანი უწყობს ფეხს.

მეოთხე ჯგუფი (აბ) – გამოცანა
ეს ჯგუფი მესამე და მეოთხე ჯგუფების შერევით წარმოიშვა. ამიტომ მასში არის როგორც მიწათმოქმედის, ისე მომთაბარის ნიშნები. მეოთხე სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანი ხშირად ვარდება უკიდურესობაში. ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირს. ეს ადამიანი ძალიან საინტერესოა. დაჯილდოებულია ნიჭითა და ქარიზმატულობით. ამის ნათელი მაგალითია ამ სისხლის ჯგუფის მატარებელი ორი ადამიანი: აშშ–ს 35–ე პრეზიდენტი – ჯონ კენედი და ჰოლივუდის სექსსიმბოლო – მერილინ მონრო.

 
Leave a comment

Posted by on December 3, 2010 in საინტერესო

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: